ნუგზარ წურწუმიამ რუსი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი ნუგზარ წურწუმია (55 კგ) რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია.

ხობელმა მოჭიდავემ ტურნირის ფინალში რუს მეტოქეს, ვიტალი კაბალოევს 3:2 სძლია და ჩემპიონის ტიტულსა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ფინალამდე ნუგზარ წურწუმიამ გზიდან სომეხი ნორაირ აკობიანი (3:2) და ბულგარელი ნედიალკო პეტროვი (4:1) ჩამოიცილა, ფინალის საგზურისთვის კი ნახევარფინალში ყირგიზ ბალბაი დორდოკოვს გაეჯიბრა და 2:1 სძლია.

Comments

comments