ზვიად პატარიძემ ოქროს მედალი მეექვსედ მოიპოვა!

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, 23-წლამდელთა შორის, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მძიმეწონოსანმა ზვიად პატარიძემ ფინალურ შეხვედრაში თურქი ოსმანი ილდიმირი დაამარცხა და მეექვსედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

აღსანიშნავია, რომ ზვიდი პირველი პერიოდის შემდეგ 0:5-ს აგებდა და მეორე პერიოდში შეძლო შეხვედრის თავის სასარგებლოდ დასრულება

ფინალისკენ მიმავალ გზაზე ზვიად პატარიძემ მერვედფინალში ირანელ ალკიაკბარ ხოსეინ იუსუფაჰმადჩალის მოუგო 4:1, მეოთხედფინალში რუსი ნოხჩო ლაბაზანოვს სძლია 5:1, ხოლო ნახევარფინალში ფინელ იოჰანეს მაენპას შანსი არ დაუტოვა და იგი 7:0 დაამარცხა.

Comments

comments