ვიდეო►ევროპარლამენტარი:„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი,ყოფილი რუსი ელჩი ვერ იქნება მისაღები საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე

ვფიქრობთ, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი არ იქნება შესაფერისი საქართველოს პრეზიდენტად – ამის შესახებ რუმინელმა პოლიტიკოსმა, ევროპარლამენტის წევრმა ვიქტორ ბოშტინარუმ ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში განიხილეს.

ბოშტინარუს ამ განცხადებას „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრმა უპასუხა. როგორც ევროპარლამენტარმა შტეტინამ აღნიშნა, ევროპარლამენტარის მანდატი არ ითვალისწინებს არჩევნებში ჩარევას, პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის შესახებ ბოშტინარუს გამოსვლა კი სწორედ ჩარევას ნიშნავდა.

ევროპარლამენტარ ბოშტინარუს თქმით, მისთვის როგორც რუმინელისა და პროევროპელისთვის, რთული დასაჯერებელია, რომ რუსეთის ყოფილი ელჩი არის საუკეთესო არჩევანი ნებისმიერი ქვეყნისთვის, იქნება ეს საქართველო, თუ სხვა.

Comments

comments