ევროპარლამენტარმა ანა გომეშმა ევროპარლამენტში გამართული დებატებისას საქართველოში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იყო შეურაცხმყოფელი გამონათქვამები და შეტევა, რაც სამარცხვინოა ქვეყნის იმიჯისთვის.
„ჩვენ მონიტორინგს ვუწევდით ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს და ვნახეთ პოზიტიური ნაბიჯები. აუცილებელია, ადამიანებმა აიღონ პასუხისმგებლობა და სიძულვილი არ დათესონ. მაგალითად, პრეზიდენტობის ქალბატონი კანდიდატის მიმართ იყო შეურაცხმყოფელი, მიზოგინური გამონათქვამები და შეტევას. ეს სამარცხვინოა საქართველოს იმიჯისთვის“, – განაცხადა ანა გომეშმა.