ბიზნესი “ნაციონალებს” უპირისპირდება

ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „ზეარისი” არჩევნების მეორე ტურისთვის რეგიონებში გასვლას და საზოგადოებასთან შეხვედრას გეგმავს. კომპანიის დამფუძნებელი გოჩა ფიფია აცხადებს, რომ მათი მთავარი მიზანია არჩევნების მეორე ტურში, ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ არ გაიმარჯვოს.

“კომპანიის თანამშრომელთა დიდი ნაწილი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან არის ჩამოსული, საქართველოს რეგიონებში გაიშლებიან და ახსნა-განმარტებით სამუშაოებს ჩაატარებენ, თუ რატომ არის დაუშვებელი ქვეყანაში იმ რეჟიმის დაბრუნება, რომელიც ქართველ ხალხს ფიზიკურ განადგურებას უქადის. დროებით დავკეტავთ ჩვენს ოფისებს. იმუშავებენ მხოლოდ მორიგე მენეჯერები. დანარჩენები კი, გავიშლებით თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში და არა მხოლოდ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში, არამედ ვაწარმოებთ ახსნა-განმარტებით სამუშაოებსაც, რათა განვუმარტოთ ადამიანებს განსხვავებები დანაშაულსა და შეცდომას, ბოროტებასა და სიკეთეს, ნაცისტურ აზროვნებასა და დაუდევრობას, გამოუცდელობას შორის.” – აცხადებს გოჩა ფიფია.

Comments

comments