ბიზნესის დაწყების სიმარტივით საქართველო მე-2 ადგილზეა

ბიზნესის დაწყების სიმარტივით, რაც Doing Business-ის ერთ-ერთი კომპონენტია საქართველო ორი ადგილით დაწინაურდა და მეოთხედან მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

ბიზნესის დაწყების სიმარტივის ინდიკატორში საქართველოს მაქსიმალური 100 ქულიდან 99.34 ქულა მიენიჭა. რეიტინგში დაწინაურება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ იუსტიციის სახლის მიერ გასული წლის განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებმა, რომლის შედეგადაც რეგისტრაციის პროცედურები უფრო მეტად გამარტივდა და მოიცვა ყველა ის სხვა პროცედურა, რომელიც დაკავშირებულია კომპანიის რეგისტრაციასთან. მათ შორის მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოდან საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დანერგა სიახლე, რომლის თანახმადაც ბიზნესის დაწყების რეგისტრაციის მოთხოვნასთან ერთად, იმავე განცხადებით, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, მოითხოვონ და დარეგისტრირდნენ დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადამხდელად შემოსავლების სამსახურში დამატებითი ვიზიტის გარეშე. დღეს უკვე, საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციისთვის საჭიროა მხოლოდ 1 პროცედურა.

უძრავი ქონების რეგისტრაციის კომპონენტში კი, ქვეყანა სტაბილურად ინარჩუნებს მეოთხე ადგილს, ისეთი ქვეყნების წინ, როგორც არის შვედეთი, დანია, ნორვეგია, შვეიცარია და სხვა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე 2017 წლის მონაცემი საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 4 პუნქტით გააუმჯობესა და მერვედან მეოთხე ადგილზე დაწინაურდა.

საქართველოში ბიზნესისა და ქონების რეგისტრაციას იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

რაც შეეხება თავად Doing Business-ის რეიტინგს საქართველო 3 პოზიციით დაწინაურდა და მე-6 ადგილი დაიკავა.

Comments

comments