„ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ეგზემპლარი ნიუ-იორკში გაეროს არტ-კოლექციაში განთავსდება

ორიგინალური ჭედური ყდით შექმნილი „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ეგზემპლარი, როგორც ქართული კულტურის გამორჩეული ნიმუში აშშ-ში, ნიუ-იორკში გაეროს არტ-კოლექციაში განთავსდება. ინფორმაციას travelingeorgia.ge ავრცელებს.

უნიკალური ხელნაწერის ნახვა მსურველებს ორი დღის განმავლობაში ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში შეეძლებათ. ხელნაწერის პრეზენტაცია 24 სექტემბერს გაიმართა. პრეზენტაციაზე ჭედური ყდის ავტორი გუჯი ამაშუკელიც იყო ჩამოსული, რომელიც 44 წელია ემიგრაციაშია.

გუჯი ამაშუკელი მსოფლიოში ცნობილი ქართველი მოქანდაკე, ხელოვნების დარგში უმაღლესი ჯილდოს – ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის და საფრანგეთის რაინდის ორდენის კავალერია, ის „ხელოვნების მეტრად“ არის აღიარებული.

„ვეფხისტყაოსანის“ უნიკალური სამუზეუმო ეგზემპლარი 2017-2018 წელს, თბილისსა და პარიზში, მხატვრებისა და კალიგრაფების ჯგუფმა, გივი და დიმიტრი აბდუშელიშვილების ოჯახის მხარდაჭერით შექმნა.

Comments

comments