ქართველები ისრაელში სამუშაო ვიზას ყოველგვარი გადასახადის გარეშე მიიღებენ

საქართველოს მოქალაქეებისათვის ისრაელში სამუშაო ვიზიტის მიღების საკითხო მომავალ წელს მოგვარდება. ამის შესახებ საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა, იციკ მოშემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მხარეები აქტიურად მუშაობენ, რომლის შედეგად ქართველები ისრაელში სამუშაო ვიზას ყოველგვარი გადასახადის გარეშე მიიღებენ და ქვეყანაში დასაქმებას ლეგალურად შეძლებენ.

ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის როგორ და რა ტიპის სამსახურებში მოხდება ქართველების დასაქმება, თუმცა ცნობილია, რომ დაწესდება სამუშაო კვოტები.

“ამ საკითხის მოგვარება არამარტო ქართულ მხარეს სჭირდება, არამედ ისრაელის მხარესაც, ვინაიდან სასურველია საქართველოდან ისრაელში ჩამოვიდნენ ადამიანები სამუშაოდ ყველა სახის გადასახადის გარეშე, იმუშაონ ნორმალურად, შეიძინონ ახალი პროფესია და საქართველოში დაბრუნების შემდგომ ღირსეულად დასაქმდნენ საქართველოში. ამ საკითხს არეგულირებდა ე.წ. შავი ბაზარი, რომ ხალხმა გაყიდონ ბინები, გადაიხადონ დიდი თანხა, იმისათვის რომ სამუშაოდ წავიდნენ ისრაელში. ჩვენ კი გვჯერა, რომ რამოდენიმე თვეში ეს საკითხი მოგვარდება”, – განაცხადა იციკ მოშემ.

Comments

comments