ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დასრულებამდე ორი დღით ადრე, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთადერთი მედალია – ამირან პაპინაშვილის (60 კგ) ბრინჯაო, გაცილებით შთამბეჭდავი კი სხვა ქვეყნების სახელით მოჭიდავე ქართველების მონაგარია – სამივე სინჯის თითო მედალი.

რუსეთის ნაკრების წევრ რობერტ მშვიდობაძის (60 კგ) ვერცხლსა და თურქეთის დროშის ქვეშ მოასპარეზე ვედათ ალბაირაქის იგივე ვანო რევაზიშვილი (81 კგ) ბრინჯაოს დღეს ოქროს მედალი ესპანელმა ნიკოლოზ შერაზადიშვილმა (90 კგ) მიამატა.

22 წლის შერაზადიშვილი ესპანეთის სახელით საერთაშორისო არენაზე 2012 წლიდან გამოდის. ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის ორ-ორჯერ გახდა ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი. მიმდინარე სეზონში კი უფროსებში ევროპირველობაზე მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

Comments

comments