ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ ქვეყნებს შორის საქართველო მე-2 ადგილზეა

გავლენიანი გამოცემა Bloomberg-ი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კვლევას აქვეყნებს. 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ ქვეყნებს შორის საქართველომ მეორე ადგილი დაიკავა. ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სიის ათეულში შემდეგი ქვეყნები მოხვდნენ:
1 სან მარინო 31.1%
2 საქართველო 27.9%
3 ისრაელი 24.6 %
4 თურქეთი 24.14%
5 ისლანდია 24.11%
6 მაკედონია 23.5%
7 აზერბაიჯანი 20%
8 მოლდოვა 19.6%
9 ბოსნია და ჰერცეგოვინა 18.66%
10 სომხეთი 18.65%

Bloomberg-ის ჟურნალისტი ნიკი ეკშტეინი წერს, რომ საქართველო გამოცდილი მოგზაურებისთვის საინტერესო მიმართულება გახდა.

„უნდა ვაღიაროთ, ამხელა ზრდას საქართველოში არ ველოდებოდით, მაგრამ თუ ჩვენ სიღრმისეულად ჩავხედავთ, დავინახავთ, რომ ამის მიზეზი არსებობს. ამ ქვეყანაში კულინარიული თავგადასავლები სულ უფრო პოპულარული ხდება და ქართული სამზარეულო მოგზაურების მოსაზიდად კატალიზატორის ფუნქციას ასრულებს. ქართული ტრადიციული კერძები საუკეთესო მიზეზია, რომ ეწვიოთ ევროპის ამ ხელშეუხებელ კუთხეს.”

სტატიაში ნიკი ეკშტეინი აღწერს თბილისის თანამედროვე სასტუმროებს, ბარებს, რესტორნებს და გასართობ ობიექტებს.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ (UNWTO ) 2017 წლის ანგარიშის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებებს შორის საქართველომ მე-4 პოზიცია დაიკავა.

ანგარიშში წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების, რეგიონების სტატისტიკური მონაცემები, კვლევები, ტენდენციები და აქტივობები, რომელიც ტურიზმს მოიცავს.

Comments

comments