გაფიცვა იმედში -ოპერატორების პროტესტს ჟურნალისტები და მემონტაჟეები შეუერთდნენ

ტელეკომპანია “იმედის” ხელმძღვანელობის და არხის ოპერატორების მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. ოპერატორები ხელმძღვანელების მიერ ტესტირების შედეგების გაუქმებას და “იმედიდან” გაშვებული კოლეგების ნაწილის სამსხურში აღდეგნას მოითხოვდნენ.

ოპერატრების პროტესტი ამ დროისთვის არხის ეზოში გრძელდება. არც ერთი მათგანი გადაღებაზე არ გასულა.
ოპერატორებს სოლიდარობა გამოუცხადეს ჟურნალისტებმა და მემონტაჟეებმა. არხზე არსებულ კრიზისულ ვითარებასთან დაკავშირებით, ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ კეთდება.

Comments

comments