გადარჩენილი სიცოცხლე რუსთავში-ქუჩაში 67 წლის მამაკცს გაჩერებული გული აუმუშავეს

რუსთავის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა 67 წლის მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინა.

გამოძახებაზე მყოფ ეკიპაჟს აცნობეს რომ მამაკაცი მოულოდნელად ქუჩაში ცუდად გახდა და უგონო მდგომარეობაში დაბლა დაეცა. ადგილზე ექიმები დროულად მივიდნენ, პაციენტს არ აღენიშნებოდა სუნთქვა და პულსაცია საძილე არტერიაზე, მამაკაცს გული უკვე გაჩერებული ჰქონდა.

მედპერსონალმა პაციენტს დაუყოვნებლივ გაუწია გულ-ფილტვის რეანიმაცია, ჩაუტარდა ხელოვნური სუნთქვა და გაეწია დახმარება მედიკამენტებით. წარმატებული მანიპულაციის შედეგად, მამაკაცს სუნთქვა და გულისცემა აღუდგა, რის შემდეგაც პაციენტი კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრები – პარამედიკოსი ლევან ვალიშვილი, ექთანი ინგა გალდავა და მძღოლი, ჯემალ დავითაშვილი.

Comments

comments