უკრაინის მთავრობამ საქართველოსა და უკრაინას შორის ID ბარათით მიმოსვლას მხარი დაუჭირა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა პირადობის დამადასტურებელი მოწმობით, ე.წ ID ბარათით საქართველოსთან მიმოსვლის თაობაზე შეთანხმების პროექტს მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას РБК-Украина შესაბამის დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამჟამად, ორ ქვეყანას შორის 1999 წლის 31 მარტის შეთანხმებააა ძალაში.
მოსალოდნელია, რომ პირადობის მოწმობის შესახებ შეთანხმების განხორციელება, მგზავრთა რაოდენობის ზრდის გამო, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსავლების ზრდას გამოიწვევს.
აგვისტოს ბოლოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ქვეყნებში სტუმრობისას თავიანთი შიდა პასპორტები გამოიყენონ.

Comments

comments