ვიდეო► ცემა-ტყეპა ქუთაისის საკრებულოში


ხმაურით და ხელჩართული ჩხუბით დაიწყო ქუთაისის საკრებულოს სხდომა დღეს. ერთმანეთს საკრებულოს უმრავლესობის წევრი იმედა საღინაძე და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი გია უკლება დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაიწყო, რის შემდეგაც ხელჩართული ჩხუბი დერეფანში გაგრძელდა. .

ჩხუბში ჩაერთნენ და გია უკლებას სახის არეში სცემდნენ საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები კახა ბოჭორიშვილი და ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი. დეპუტატის ცემაში ასევე მონაწილეობდა მერიის ერთ-ერთი თანამშრომელი.

ფიზიკური დაპირისპირების შედეგად საკრებულოს “ნაციონალმა” დეპუტატმა” სახის არეში დაზიანებები მიიღო.

Comments

comments