თიბისი ბანკში “მოლოტოვის კოქტეილი” შეაგდეს

თიბისი ბანკის გორგასლის ფილიალში უცნობმა პირმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შეაგდო და ხანძარი გააჩინა. თვითმხილველის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა.

“შემოვიდა და დაიყვირა, “ვინც გაასწრებთ, გაიქეცითო”, დააგდო მოლოტოვის კოქტეილი და ცეცხლი გააჩინა. კლიენტებიც და ოპერატორებიც გარეთ გამოვცვივდით. სახე დაფარული ჰქონდა”, – ჰყვება თვითმხილველი.

Comments

comments