პორტალ “მაივიდეოზე” ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის მაუწყებლობა აღარ განხორციელდება, ამის მიზეზი კი ტელევიზიის მხრიდან მაუწყებლობის გამავრცელებლებისთვის დაწესებული გადასახადია, რასაც “მაივიდეო.ჯი” არ დაეთანხმა და სანაცვლოდ სიგნალის გავრცელება შეწყვიტა.
“რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, გამავრცელებლებს მათ სიგნალს უფასოდ ვეღარ მიაწვდიან, რადგან ეს მათი შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა.
MYVIDEO.GE-ზე ასევე შეწყვეტილია “რუსთავი2”-ის სხვა არხების, “კომედი არხი”-ს და “მარაო”-ს ტრანსლირება. ცოტა ხნის წინ შეწყდა ტელეკომპანია “იმედი”-ს მაუწყებლობაც და მის ჰოლდინგში შემავალი არხების ყურებაც.