თბილისში საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ცენტრი აშენდება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ანგარი აშენდება, რომელიც ყველა ტიპის ბოინგის თვითმფრინავს და Airbus A-320/330 – გაუწევს მომსახურებას. ანგარს კომპანია ,,ეარფლეინ ტექნიკსი“ ( Airplane Technics ) ააშენებს, რაშიც ის 30 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. როგორც კომპანიის დირექტორმა ვინჩენცო მორელიმ განაცხადა, ანგარის მშენებლობა 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყება და 2021 წელს დასრულდება.

,,მოვემსახურებით ევროპის ქვეყნებს, ასევე არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს და რუსეთს. საწყის ეტაპზე ანგარში100 ადამიანი დასაქმდება. მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოში ამ სფეროს კადრების დეფიციტია, ამიტომ გადავწყვიტეთ და კადრებს ჩვენ თავად, ჩვენივე ფინანსური რესურსებით ვამზადებთ. გავხსენით კოლეჯი, სადაც ქართველი ახალგაზრდები საერთაშორისო დონის სწავლებას გადიან. კერძოდ, სტუდენტები EASA part 66 თეორიულ ტრენინგ კურსს შეისწავლიან, კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ ისინი პრაქტიკულ სწავლებას ჩვენს კომპანიაში აგრძელებენ და შესამაბისად საქმდებიან“ – განუცხადა Bm.ge-ს ვინჩენცო მორელიმ.

კომპანია ,,ეარფლეინ ტექნიკსი“ საქართველოში 2015 წლის 27 ივლისს დაარსდა. კომპანიას ამ ეტაპზე სატესტო ანგარი აქვს, სადაც ქართულ და უცხოურ კომპანიებს ემსახურებიან, მათ შორისაა: KUWAIT Airways, Wataniya Airways, Air Arabia, Jazeera Airways, SCAT(ყაზახეთში) და სხვა.

წყარო

Comments

comments