ტელეკომპანია ”იბერია“-მ მაუწყებლობა შეწყვიტა

ტელეკომპანია “იბერია”-ს თანამშრომლები დღეს საპროტესტო მსვლელობას აწყობენ. ამის შესახებ ტელეკომპანია „იბერიის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახო ხუზმიაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, როგორც ხუზმიაშვილმა დასძინა, ტელეკომპანია მაუწყებლობას სამი საათის განმავლობაში, დილის 11:00 საათიდან შეწყვეტს.

“ტელეკომპანია “იბერია”-ს ჟურნალისტები ვაწყობთ საპროტესტო მსვლელობას ტელეკომპანია „იბერიადან“ მთავრობის კანცელარიის მიმართულებით. ამიტომ, დაახლოებით სამი საათის განმავლობაში, დილის 11:00 საათიდან გათიშული იქნება ჩვენი მაუწყებლობა”, – განაცხადა ხუზმიაშვილმა.

Comments

comments