სავარაუდოდ,ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქებისას,ფოთში 1 პირი დაიღუპა,3-დაშავდა

ფოთში, გამთენიისას, ოთხ პირს სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა აუფეთქდა. შედეგად ერთი მამაკაცი გარდაიცვალა, სამი კი – დაშავდა. დაშავებულები ფოთის, ზუგდიდის და ქუთაისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათ ტრავმული შოკი და მრავლობითი დაზიანებები აქვთ.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. სსკ-ის 236-ე მუხლი გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება-დამზადება-გადაზიდვას, 124-ე მუხლი კი, ჯანმრთელობის დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

Comments

comments