აფეთქება ფოთში – სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები


1 ადამიანი გარდაიცვალა და 3 დაშავდა ფოთში, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. დაშავებულები ფოთის, ზუგდიდის და ქუთაისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

რა მოწყომობილობის აფეთქებაზეა საუბარი, ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – 236-ე და 124-ე მუხლებით აღიძრა.

236-ე მუხლი გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, 124-ე მუხლი კი, ჯანმრთელობის დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

Comments

comments