საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ აგვისტოში 1.295 მლნ-ს მიაღწია

საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა, 2018 წლის აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9.8%-ით 1.295 მლნ-მდე, ვიზიტორების რაოდენობა 10.7%-ით 1.04 მლნ-მდე და ტურისტების რაოდენობა 13.9%-ით 737 ათასამდე გაიზარდა.

აგვისტოში, ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან (+15.8%), აზერბაიჯანიდან (+13.3%),სომხეთიდან (-5.7%) და თურქეთიდან (24.4%) შედგა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ:

რუმინეთი +137%

ესტონეთი +86%

ნიდერლანდები +73%

გერმანია +58%

იტალია +54%

საფრანგეთი +45%

ჩეხეთი +40%

ესპანეთი +35%

გაერთიანებული სამეფო+30%

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ინდოეთი +166%, კორეა +126%, ჩინეთი +95%, ბელარუსი +47%, არაბთა გაერთიანებული საემირეობი +40% და სხვა.

2018 წლის იანვარი-აგვისტოს თვის მონაცემებით საქართველოში 5,895,914 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +12.2%-ია. საერთაშორისო ვიზიტორთა მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 4,883,580 შეადგინა, ზრდა+14.1%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 3,235,800 შეადგინა, რაც 523,674-ით მეტია 2017 წლის იანვარი-აგვისტოს მაჩვენებელზე (ზრდა +19.3%)

Comments

comments