იაპონიის მთავრობა საქართველოს 343 მილიონ დოლარს ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის გამოუყოფს

აღმოსავლეთი-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობისთვის იაპონია-საქართველოს, შესაბამისი შეთანხმება საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დავით ზალკალიანმა და ტარო კონომ გააფორმეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სასესხო შეთანხმებას კი, ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ვიცე-პრეზიდენმა, ნორიკო სუზუკიმ.

პროექტის ფარგლებში, რიკოთის მონაკვეთზე 14.7 კილომეტრის საავტომობილო გზა აშენდება. იაპონიის მთავრობა პროექტს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მეშვეობით დააფინანსებს.

შეთანხმება საქართველოში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ტარო კონოს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. ტარო კონო დღეს ქართველ კოლეგას დავით ზალკალიანს შეხვდა.

Comments

comments