იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ამარტივებს

„იაპონიამ გადაწყვიტა, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამარტივოს“, – ამის შესახებ დღეს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტარო კონომ განაცხადა.

მინისტრის შეფასებით, სავიზო რეჟიმის გამარტივება ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას.

იაპონიის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის მრავალჯერადი ვიზების შემოღება იგეგმება.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტარო კონო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ტარო კონო დღეს ქართველ კოლეგას დავით ზალკალიანს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმად, აღმოსავლეთი-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობისთვის იაპონია საქართველოს 343 მილიონ დოლარს გამოუყოფს.

Comments

comments