2022 წელს საქართველოს 9 მილიონამდე ტურისტი ეწვევა

2022 წელს საქართველოს 9 მილიონამდე ტურისტი ეწვევა – ასეთია GALT & TAGGART-ის კვლევის შედეგები, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. კვლევის მიხედვით, 2022 წლისათვის საქართველოში მოსალოდნელია ტურისტული ნაკადის 8,8 მილიონამდე გაზრდა.

პროგნოზი ეყრდნობა კვლევის ახალ მეთოდს, რომელიც ქვეყნის სტუმართა განსხვავებულ კლასიფიკაციას გულისხმობს. მაგალითად, ახალი მოდელით, ვიზიტორთა კატეგორიაში მოხვდებიან უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში სტუმრის სტატუსით იმყოფებიან. სამაგიეროდ, გამოირიცხებიან ის უცხოელები, რომლებიც აქ ცხოვრების მიუხედავად, არ ფლობენ ადგილობრივი მოქალაქის სტატუსს; ასევე, ცალკეულ კატეგორიად აღარ გამოიყოფა ტრანზიტული ვიზიტორები. აღნიშნული ცვლილების შედეგად, GALT & TAGGART-ის ძველ (7,6 მილიონი) და ახალ პროგნოზებს შორის 1,2 მილიონიან სხვაობა ფიქსირდა.

Comments

comments