„რუსთავი 2“-ის წილის მფლობელი ,,ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის შვილი გახდა

ტელეკომპანია „რუსთავის 2“ -ის წილის მფლობელი, საქართველოს პარლამენტის წევრის შვილი გახდა.

„ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, ნიკოლოზ ნაყოფია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კობა ნაყოფიას შვილია, „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ 50%-ის მესაკუთრე გახდა.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ამჯერად ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ში 22%-იან წილს ფლობს ლევან ყარამანიშვილი, 18%-ს გიორგი ყარამანიშვილი, საკონტროლო პაკეტის – 51%-ის წილის მფლობელი კი შპს „ტელეკომპანია საქართველოა“.

თავის მხრივ, შპს „ტელეკომპანია საქართველოში“ წლების განმავლობაში წილები ლევან და გიორგი ყარამანიშვილებს ეკუთვნოდათ. 2017 წლის აპრილის ამონაწერის მიხედვით, გიორგი
ყარამანიშვილი 40%-ს, ლევან ყარამანიშვილი კი 60 %-ს ფლობდა.

თუმცა სულ ახლახანს „რუსთავის 2“-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელ კომპანიაში წილების დათმობა/გასხვისება მოხდა. 2018 წლის 20 აგვისტოს ამონაწერის მიხედვით „ტელეკომპანია საქართველოს“ 50%-იანი მეწილე ნიკოლოზ ნაყოფია გახდა. დანარჩენი 25-25%-ის მფლობელებად კი ლევან და გიორგი ყარამანიშვილები დარჩნენ.

Comments

comments