ვიდეო►’ორი დღეა არ გითქვამთ რომ ეს არის ოკუპაცია’-სტუდენტის შეკითხვა გერმანიის კანცლერს და დარბაზის ტაში


‘ორი დღეა თქვენ ამბობთ რომ აფხაზეთსა და ცხინვალში სიტუაცია უსამართლობა, თუმცა, თქვენ არ გითქვამთ რომ ეს ოკუპაციაა” – სტუდენტის მიერ დასმულ ამ შეკითხვას გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა უპასუხა.
“მე ვთქვი, რომ ეს არის ოკუპაცია. ეს არის დაკავებული ტერიტორია, 20 პროცენტი და ეს რჩება უდიდეს, უხეშ უსამართლობად”, – აღნიშნა ანგელა მერკელმა.
გერმანიის კანცლერი ასევე ამბობს, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება ძალიან რთულია.
“ჩვენ ვხედავთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართ რაც ხდება. გერმანიის საგარეო პოლიტიკა, აღმოსავლეთ პარტნიორობაზე ორიენტირებული პოლიტიკა კვლავინდებურად პესპექტივაზე იქნება ორიენტირებული, და ის, რომ თქვენ კვლავინდებურად ძალიან ახლოს იყოთ ევროპასთან, ეს არის ჩვენი ურყევი მიზანი”,- აღნიშნა ანგელა მერკელმა.

Comments

comments