გუშინ, ოფიციალური შეხვედრების და პრესკონფერენციების შემდეგ, მთაწმინდაზე გერმანიის კანცლერის საპატივსაცემოდ ოფიციალური ვახშამი გაიმართა. გერმანიის კანცლერმა საღამოზე ანსამბლ „შვიდკაცას“, ნიკოლოზ რაჭველის ორკესტრს და ნატო მეტონიძეს მოუსმინა. ანგელა მერკელმა საღამოზე „შვიდკაცასთან“ ერთად იმღერა.