““დოიჩე ბანი“ საქართველოსთან თანამშრომლობით დაინტერესებულია”

გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანმა ტომას ბარაიბიმ ქართულ მედიასთან საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოში „დოიჩე ბან“-ის აღმასრულებელი დირექტორის ვიზიტზე, „საქართველოს რკინიგზისა“ და „დოიჩე ბან“-ის თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ პერსპექტივებზე.

ტომას ბარაიბის განცხადებით, საქართველოს მხარესთან „დოიჩე ბანი“ იწყებს თანამშრომლობას ამ მიმართულებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგანაც საქართველო, თავისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ძალიან კარგ შესაძლებლობას იძლევა სხვა ქვეყნებზე გასასვლელად. მისი თქმით, საქართველოს შეუძლია ითამაშოს მნიშვნელოვანი ფუნქცია არა მხოლოდ სატრანსპორტო კორიდორის შექმნის, ასევე მასში შემავალ ქვეყნებს შორის დაკავშირების მიმართულებით, რაშიც „დოიჩე ბანი“ ძალიან არის დაინტერესებული“, – განაცხადა გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანმა ტომას ბარაიბიმ.

„დოიჩე ბანი“ ერთ-ერთი იმ კომპანიათა შორის, რომელთა აღმასრულებელი დირექტორებიც საქართველოში გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან და ქართველ საქმიან კოლეგებთან 24 აგვისტოს მრგვალ მაგიდაში მიიღებენ მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ პირველად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოსა და გერმანულ სარკინიგზო კომპანიას შორის 2016 წელს გაფორმდა, როდესაც „საქართველოს რკინიგზას“ მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობდა.

Comments

comments