გერმანული KFW საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობას დააფინანსებს

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გაფორმდება ხელშეკრულება სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის „სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე მიწისქვეშა გაზსაცავის მოწყობის თაობაზე“. ხელმოწერა სასტუმროში „თბილისი მარიოტში“ გაიმართება, სადაც ასევე ჩატარდება მრგვალი მაგიდა ქართველი და გერმანელი ბიზნესმენების მონაწილეობით.

ხელშეკრულება ითვალისწინებს მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტისთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსების გამოყოფას. მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობით მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება. პროექტი უზრუნველყოფს ქვეყანაში გაზის მიწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული სეზონური დისბალანსის დარეგულირებას და ზამთრის პერიოდში პიკური მოხმარების დაკმაყოფილებას.

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ გაზსაცავის სამშენებლო სამუშაოებს 2019 წელს დაიწყებს და პროექტის ექსპლუატაციაში შესვლა 2022 წელს იგეგმება.

Comments

comments