ანგელა მერკელი: საქართველო ცალსახად არის უსაფრთხო ქვეყანა

“ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს საქართველოს და გერმანიას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში და ძალიან კარგი პარტნიორია საქართველო ჩვენთვის.“ -განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოში ვიზიტისას.
ანგელა მერკელმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და მიუხედავად იმისა, რომ ვზიალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ ბევრი თავშესაფრის მაძიებელი ჩავიდა გერმანიაში, ამ ეტაპზე მათი რაოდენობა შემცირებულია.

„საქართველო ცალსახად არის უსაფრთხო ქვეყანა. მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჯერ კიდევ ვიზა ლიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, ძალიან მალე, ბევრი თავშესაფრის მაძიებელი ჩამოვიდა საქართველოდან. შემდეგ კი მათი რაოდენობა შემცირდა”

Comments

comments