ქართველი რეჟისორის დიდი წარმატება და MTV-ს ჯილდო

როგორც სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი, ქართველმა რეჟისორმა, რომელსაც ავიჩის კლიპი ეკუთვნის, MTV VMA-ის გამარჯვებული გახდა. პოპულარული მუსიკალური არხის, „ემ-თი-ვი“-ს მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების ცერემონია ყოველწლიურად იმართება და ქართველს ეს ჯილდო პირველად ხვდა წილად.

ლევან ციქურიშვილმა Avicii-ის სიმღერაზე Lonely Together გადაიღო ვიდეო, სადაც ასევე კიდევ ერთი პოპულარული შემსრულებელი, რიტა ორაც მონაწილეობს.

რეჟისორმა სამადლობელო ტექსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა:

„დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყო ამ ვიდეოს გადაღებაში. მადლობა მთლიან ჯგუფს, რიტას ჯგუფს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ვიდეოს ხმა მისცა. მადლობა „ემთივის“ მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების ცერემონიას, მადლობელი ვარ და ძალიან სევდიანი, რომ ტიმი ჩვენთან ერთად, სამწუხაროდ, აღარ არის და ამ ჯილდოს მე ვიღებ“.

შეგახსენებთ, რომ Avicii მცირე ხნის წინ გარდაიცვალა…

Comments

comments