პრემიერ-მინისტრმა რეგიონის ახალი გუბერნატორები წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 7 რეგიონში ახალი გუბერნატორები წარადგინა.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის თანამდებობაზე შალვა კერესელიძე დაინიშნა, ქვემო ქართლის რწმუნებულად შოთა რეხვიაშვილი, ხოლო სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირხანაშვილი იქნება. შიდა ქართლის გუბერნატორად გიორგი ხოჯევანიშვილი დაინიშნა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია გახდა, გურიის გუბერნატორის თანამდებობა კი ზურაბ ნასარაიამ ჩაიბარა. იმერეთის რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე იქნება.

პრემიერმა ახალი რწმუნებულები რამდენიმე წუთის წინ, მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინა.

Comments

comments