ნუგზარ წურწუმია გერმანიის გრან პრის გამარჯვებულია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია (55კგ) გერმანიის გრან პრის გამარჯვებულია.
ქართველმა ფალავანმა, დორტმუნდში მიმდინარე ტურნირის ფინალში, მასპინძელი ფაბიან შმიდტი დაამარცხა და ოქროს მედლისა და ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა.

დღესვე, ოქროს მელისთვის იჭიდავებს იაკობ ქაჯაია (130 კგ), ხოლო ლევან ქავჟარაძე (67 კგ), თორნიკე ძამაშვილი (77 კგ) და გიორგი მელია (97 კგ) ბრინჯაოს მედლებისათვის იჭიდავებენ. დავით ჩხარტიშვილი (63 კგ) დამამშვიდებელი წრიდან გააგძელებს მედლისათვის ბრძოლას.

ფინალში ქაჯაიას მეტოქე ლიტველ მანტას კნისტაუტასი იქნება.

Comments

comments