ზებედა რეხვიაშვილმა მინსკის ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა

მინსკში დასრულდა ძიოდოისტთა ტურნირი ევროპის თასზე. საქართველოდან მინსკში შვიდი ძიუდოისტი მონაწილეობდა, ერთი ქალი და ექვსი კაცი:
52კგ – მარიამ ჯანაშვილი

81კგ – ზებედა რეხვიაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, კობა მჭედლიშვილი და გიგა გიგაური

100კგ – ლაშა ტაველური

+100კგ – ლევან მათიაშვილი

მსოფლიო რეიტინგში 94-ე ადგილზე მყოფი მარიამი ტურნირზე პირველ ნიმრად იყო განთესილი, თუმცა მან მხოლოს საწყისი შეხედრა მოიგო, შემდეგ კი ორივე დათმო და 12 მონაწილეს შორის მე-5 ადგილი დაიკავა.

ასევე მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო მე-4 ნომრად განთესილმა ლაშა ტაველურმა (N53), შემდეგ კი დამარცხდა ბელორუს ბოგდან ვოიციკთან და ტურნირს გამოეთიშა.

ლევან მათიაშვილი (N38) მე-3 ნომრად იყო განთესილი, თუმცა მანაც მხოლოდ პირველი შეხვედრის მოგება შეძლო, შემდეგ წააგო უკრაინელ ანდრეი კოლესნიკთან (N95), რეპეშაჟის ნახევარფინალში ტატამზე აღარ გავიდა და იპონით მარცხი ჩაეთვალა.

81კგ წონაში გიგა გიგაურმა და მე-8 ნომრად განთესილმა ტატო გრიგალაშვილმა თითო შეხვედრა მოიგეს, შემდეგ კი მეთექვსმეტედფინალში დამარცხდნენ. კობა მჭედლიშვილმა ორი შეხვედრის მოგება შეძლო, მაგრამ შემდეგ მერვედფინალში წააგო.

ტუნირზე პირველ ნომრად განთესილმა ზებედა რეხვიაშვილმა (N11) ხუთივე შეხვედრა, მათ შორის ფინალში, ტურნირზე მეორე ნომრად განთესილ კანადელ ეტიენ ბრანდთან (N22), იპონით მოიგო და ბუნებრივია, ოქროს მედლის და თასის მფლობელიც გახდა.

ტურნირზე გამარჯვება რეიტინგს სულ რაღაც 100 ქულას მატებს და ეს ზებედას პრაქტიკულად არაფერს არ აძლევს – ის რეიტინგში კვლავინდებურად მე-11 ადგილზე რჩება და მსოფლიო ჩემპიონატზე მისი განთესვა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მის წინ მდგომი სამი ძიუდოისტი არ იასპარეზებს ბაქოში.

Comments

comments