„Starbucks“-ი „თბილისი მოლი“-ში ოქტომბერში გაიხსნება,შესაძლოა მეორე სივრცე „ისთ ფოინთ“-ში განთავსდეს

რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ „Starbucks“-ის რეგიონული ოპერატორი „თბილისი მოლი“-ში სექტემბერში გაიხსნებოდა.

როგორც ირკვევა, რომ „Starbucks“-ის რეგიონული ოპერატორი „თბილისი მოლი“-ში ოქტომბრის თვეში გაიხსნება. ამჟამად მხარეებს შორის მიმდინარეობს ტექნიკური პროცესების მოგვარება ხელშეკრულების საბოლოო გაფორმებასთან დაკავშირებით.

„ამ ეტაპზე მხარეები გავდივართ ბოლო დეტალებს და უახლეს კვირებში ხელშეკრულება საბოლოოდ გაფორმდება. ადრე იყო საუბარი, რომ „Starbucks“-ი სექტემბერში გაიხსნებოდა, მაგრამ ამ ტექნიკური პროცესების გამო დრომ ოდნავ გადაიწია და ოქტომბერში გაიხსნება. რაც შეეხება იმას, თუ როგორი იქნება, მოგეხსენებათ საქართველოში ბრენდი იხსნება რეგიონული ოპერატორის საშუალებით. ის გახლავთ „Starbucks“ ოფიციალური წარმომადგენელი. შესაბამისად დაცული იქნება ყველა ის სტანდარტი, მომსახურების ხარისხი თუ ვიზუალური მიმართულებები, რითაც ცნობილია ბრენდი მთელ მსოფლიოში“, – აცხადებენ „თბილისი მოლი“-ს მარკეტინგის სამსახურში.

ჩვენ ასევე დავინტერესდით „თბილისი მოლი“-ს გარდა, ხომ, არ იგეგმება უახლოეს მომავალში „Starbucks“-ის კიდევ ახალი სივრცის გახსნა სხვა ლოკაციაზე. აღნიშნული „გალერია თბილისი“-ს წარმომადგენლობამ არ დაადასტურა, „ისთ ფოინთი“-ში კი განგვიცხადეს, რომ არაფერს გამორიცხავენ.

„ამ ეტაპზე, ამ მოცემულობაში, ჩვენსა და „Starbucks“-ის წარმომადგენლობასთან სერიოზული მოლაპრაკებები არ მიმდინარეობს, მაგრამ არ გამოვრიცხავთ რომ უახლეს მომავალში ეს ეტაპი დავიწყოთ და შესაბამისად, „თბილისი მოლი“-ს შემდეგ „Starbucks“-ი მომხმარებელმა „ისთ ფოინთი“-შიც იხილოს“,- განამრტავენ „ისთ ფოინთი“-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

„რაც შეეხება „გალერია თბილის“-ს, ჩვენ გვქონდა ადრე გარკვეული მოლაპარაკებები მხარეებს შორის, თუმცა სამწუხაროდ, თანამშრომლობა ვერ შედგა. ვერ შევთანხმდით პირობებზე, უფრო ზუსტად კი „Starbucks“-ის მხარეს არ აკმაყოფილებდა ის ფართი, რასაც ჩვენ ვთავაზობდით სივრცის გასათავსებლად. ამიტომ, ახლა არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და არც უახლოეს მომავალში განიხილება“,- აცხადებენ „გალერია თბილის“-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ლიდერი ყავის ბრენდის, „Starbucks“-ის შემოსვლას საქართველოში კომპანია Shaya Turkey უზრუნვეყოფს. სწორედ ეს უკანასკნელი ზრუნველყოფს თურქეთსა და აზერბაიჯანშიც Starbucks-ის მუშაობას.

Comments

comments