..112″-ის გმირები (აუდიო)

11 წლის ნიკოლოზ გუმბერიძეს „112“-ის გმირის წოდება მიენიჭა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ნიკოლოზ გუმბერიძე 112-ს ბორჯომიდან დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა ქალისთვის, რომელსაც ლამპიონი დაეცა. ქალს თან ჩვილი ბავშვიც ახლდა.

“ნიკოლოზი არ დაიბნა და მიუხედავად ასეთი მძიმე შემთხვევისა, ოპერატორს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მან განმეორებითაც დარეკა და ოპერატიულად დახმარებისა და ქალბატონის გადარჩენისთვის დიდი მადლობა გადაუხადა „112“-ს”, – წერია 112-ის Facebook-ზე.

112-ის გმირის წოდება 14 წლის ლიზი ლეჟავასაც გადაეცა. ლიზი ბებიასთან ერთად მარტო იყო სახლში, როცა ბებიამ თავი შეუძლოდ იგრძნო. ლიზი არ დაიბნა და „112“-ზე დარეკა. მიუხედავად აღელვებისა მან ოპერატორს შეატყობინა ბებიის ცუდად გახდომის სიმპტომები და ზუსტად აუხსნა მისამართი.

14 წლის ლიზი ბებიასთან ერთად მარტო იმყოფებოდა სახლში, როცა ბებიამ თავი შეუძლოდ იგრძნო. ლიზი არ დაიბნა და „112“-ზე დარეკა. მიუხედავად აღელვებისა მან ოპერატორს შეატყობინა ბებიის ცუდად გახდომის სიმპტომები და ზუსტად აუხსნა მისამართი. აღსანიშნავია, რომ ლიზი დღემდე არ ტოვებს ბებიას მარტოს და ყოველ დღე ზრუნავს მის კარგად ყოფნაზე.

Comments

comments