საქართველო ბიზნესისთვის საუკეთესო ევროპული ქვეყნების რეიტინგში 18-ე ადგილზეა

„ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2018“ რეიტინგის მიხედვით, საქართველო მე-18 ადგილზეა ევროპის 46 ქვეყანას შორის.
აღნიშნული რეიტინგი ევროპის პალატამ (European Chamber ) გამოაქვეყნა, რომელიც ქვეყნებს არსებული ბიზნეს-გარემოს მიხედვით აფასებს. ქულები, რომლებიც ქვეყნებს ენიჭება, გამომდინარეობს მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისა და საერთაშორისო გამჭვირვალების კორუფციის ინდექსის რეიტინგებიდან.

0-დან 100-მდე ქულა ენიჭება თითოეულ ქვეყანას, სადაც 0 ყველაზე ცუდ შედეგს წარმოადგენს, ხოლო 100 კი საუკეთესოს.
რეიტინგის ლიდერი 87 ქულით დანიაა, ხოლო საქართველოს კი 62 ქულა აქვს. სიაში ბოლო, 46-ე პოზიციაზეა უკრაინა.

ცნობისათვის, საქართველო 2017 წლის რეიტინგში მე-20 ადგილზე იყო.

Comments

comments