საქართველოს პრეზედენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დანიშნა. როგორც მან ავლაბრის რეზიდენციაში განაცხადა, არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.
„ეს გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით. დღეს შესაბამისი დადგენილება გადაეგზავნება საქართველოს პრემიერ-მინისტრს და შემდეგ წარიმართება შესაბამისი პროცედურები“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. თარიღს პრეზიდენტი არჩევნებამდე მინიმუმ 60 დღით ადრე ასახელებს.