დავით უსუფაშვილი პრეზიდენტად კენჭს იყრის

დავით უსუფაშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში თავად იყრის კენჭს. ამის შესახებ შენების მოძრაობის ლიდერმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისივე განმარტებით, გიორგი მარგველაშვილმა უსუფაშვილის შეთავაზება ერთადერთი მიზეზით არ მიიღო – ის არ აპირებს გრძელვადიან პარტიულ-პოლიტიკურ მოღვაწეობას.

უსუფაშვილსა და მარგველაშვილს შორის კონსულტაციები 20 ივლისს გაიმართა. სწორედ მაშინ გაირკვა, რომ მოქმედი პრეზიდენტი „შენების მოძრაობის“ ლიდერს ცენტრისტული მოძრაობის შექმნასა და ახალი ვადით პრეზიდენტობისთვის ბრძოლას სთავაზობდა. პასუხს ის 1 აგვისტომდე დაელოდებოდა.

Comments

comments