საპრეზიდენტო არჩევნები სავარაუდოდ, 28 ოქტომბერს გაიმართება. არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციებს შორის წინასწარი კონსულტაციები უკვე შედგა.
არჩევნების თარიღს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა ნიშნავს. შესაბამისად, გიორგი მარგველაშვილს არჩევნების დასანიშნად ვადა 28 აგვისტომდე აქვს, თუმცა შეუძლია ბოლო ვადას არ დაელოდეს და შესაბამისი სამართლებრივი აქტი გაცილებით ადრე გამოსცეს.