მარიხუანას მოხმარების ლეგალიზება-პარლამენტი სასამართლოს გადაწყვეტილებას კანონის გამკაცრებით პასუხობს

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებასთან დაკავშრებით, პარლამენტი კანონის გამკაცრებით პასუხობს.
პარლამენტის მიერ შემუშავებული ცვლილებების მიხედვით, მარიხუანას მოხმარება უნდა აეკრძალოს არასრულწლოვანს, კონკრეტულად კი 21 წლამდე ასაკის ადამიანს.

ასევე, უნდა განისაზღვროს ადგილები, სადაც მისი მოხმარება იქნება დაშვებული. აკრძალვები შეეხება საჯარო სამსახურებს და იმ პროფესიის ადამიანებს, რომელზეც ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ეხმაურება:

„მე პირადად, მიმაჩნია, რომ ეს სფეროები უნდა იყოს, დიახ, მკაცრად დაცული იმიტომ, რომ ისეთი დაწესებულებები, რომელიც საგანმანათლებლო-სააღმზრდელოა, ბავშვებთან აქვს ურთიერთობა, არასრულწლოვნების, განსაკუთრებით შემთხვევებში, ძალოვანი უწყებები და ა.შ. ასეთი უწყებები, რა თქმა უნდა, უნდა იყოს მკაცრად დაცული, რომ იქ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დაიშვებოდეს,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

Comments

comments