ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩოგბურთში გერმანიის ღია პირველობის ჩემპიონატი მოიგო

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გამართულ ჩოგბურთის ჩემპიონატში გაიმარჯვა.

ფინალურ მატჩში მან 31 წლის არგენტინელი ჩოგბურთელი, მსოფლიოს 36-ე ჩოგანი და ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული ლეონარდო მაიერი ანგარიშით 6:4, 0:6, 7:5 დაამარცხა.

ბასილაშვილი 349 200 ევროს მიიღებს და რეიტინგში 35-ე ადგილზე გადაინაცვლებს, რაც მის კარიერაში რეკორდული მაჩვენებელია.

Comments

comments