მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა მოფარიკავეებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს

ჩინეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია.

საქართველოს ნაკრებმა მერვედფინალში ამერიკის შეერთებული შტატები დაამარცხა, მეოთხედფინალში კი მსოფლიოს რეიტინგში მეოთხე ადგილზე მყოფ ირანის ეროვნულ გუნდს მოუგო და ისტორიაში პირველად, მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ოთხ გუნდს შორის მოხვდა.

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალში სამხრეთ კორეასთან 36:45 წააგო. ბრინჯაოს მედლისთვის მატჩი კი ქართველმა მოფარიკავეებმა უნგრეთთან დათმეს.

მსოფლიოს ჩემპიონატის გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრების ღირსებას სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, ვაჟა რეჭია და მიხეილ მარდალეიშვილი იცავდნენ.

Comments

comments