თბილისში კიდევ რამდენიმე BUSline მოეწყობა

2018-2021 წლებში დედაქალაქში კიდევ რამდენიმე ავტობუსის ხაზი ე.წ. BUSline მოეწყობა. აღნიშნულის შესახებ, თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის დოკუმენტშია აღნიშნული. ამავე დოკუმენტის თანახმად, ავტობუსის მოძრაობის ზოლი მოეწყობა: რუსთაველის, წერეთლის, ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას გამზირებსა და ასევე, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩებზე.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, ახლადშემუშავებული სატრანსპორტო პოლიტიკა საზოგადოებას გუშინ წარუდგინა. მერიის ინფორმაციით, სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანია დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვა და ჰაერის დაბინძურების შემცირება.

Comments

comments