27 ივლისს ორ უიშვიათეს ასტროლოგიურ მოვლენას, მოკაშკაშე მარსს და “სისხლიან მთვარეს” ვიხილავთ

27 ივლისს მთვარე სარეკორდო დროით, 103 წუთით სრულად დაბნელდება და მუქ მეწამულ ფერს მიიღებს. ამავე დღეს, მეორე უიშვიათესი მოვლენის მოწმეებიც გავხდებით: 27 ივლისს დედამიწას მარსი მაქსიმალურად მოუახლოვდება და წითელი პლანეტა იუპიტერზე მკვეთრად გაანათებს.

მარსის მოახლოვების პერიოდი 7 ივლისიდან დაიწყო, უახლოეს წერტილს მარსი სწორედ 27 ივლისს მოაღწევს. NASA-ს ინფორმაციით, მარსი დედამიწას ყოველ 26 თვეში ერთხელ უახლოვდება, თუმცა მხოლოდ 15-17 წელში ერთხელ ემთხვევა პერიგეას წერტილს – მომენტს, როცა მისი ორბიტა მაქსიმალურად ახლოა მზესთან, რაც პლანეტას უფრო მკევთრსა და მანათობელს ხდის (დედამიწიდან დაკვირვებისას).

უკანასკნელად ასეთი მოვლენა 2003 წელს დაფიქსირდა. ასტრონომები ამბობენ, რომ 2003 წელს მარსი ბოლო 60 000 წელში ყველაზე მკაფიოდ ჩანდა, თუმცა 27 ივლისის მოვლენაც თითქმის იმავე სიმკვეთრის იქნება.

27 ივლისის მთვარის დაბნელება XXI საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი მთვარის დაბნელება იქნება. სხვანაირად ამ მოვლენას „სისხლიან მთვარეს“ უწოდებენ. მთვარის დაბნელება დედამიწის აღმოსავლეთ ნახევარსფეროდან გამოჩნდება.

Comments

comments