ტაქსის მანქანების ფერზე შეზღუდვები დაწესდება

2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან სავალდებულო გახდება ტაქსების რეგისტრაცია, ხოლო 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ძალაში შევა რეგულაცია მარჯვენა საჭიანი, ორკარიანი და განსხვავებული ფერის ტაქსის მანქანების შეზღუდვაზე, – ამის შესახებ თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის დოკუმენტშია აღნიშნული. აღნიშნული რეგულაციების მიზანი მგზავრთა კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებაა.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, ვიცე-მერთან, ირაკლი ხმალაძესთან ერთად, საზოგადოებას ახლადშემუშავებული სატრანსპორტო პოლიტიკა წარუდგინა.

სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანია დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვა და ჰაერის დაბინძურების შემცირება.

Comments

comments