საქართველოში იახტების ცნობილი კომპანია Azimut Benetti Group შემოდის

მსოფლიოში აღიარებული იახტების მწარმოებელი კომპანია Azimut Benetti Group-ი საქართველოში ოპერირებას იწყებს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო kvira.ge იუწყება, სპეციალისტების აზრით, ქვეყანაში ასეთი რანგის კომპანიის შემოსვლა მნიშვნელოვანი წარმატებაა, ვინაიდან შეთანხმებას ჯაჭვური რეაქციით მოსდევს სხვა ბევრი სარგებელი ქვეყნის ეკონომიკისთვის, პირველ რიგში, მხარჯველობითუნარიანი ვიზიტორებისა და ტურისტების სახით.

სააგენტო კომპანიის ადგილობრივი ხელმძღვანელზე გიორგი ჩიკვაიძეზე დაყრდნობით წერს, რომ გადაწყვეტილება უპრეცედენტოა და მას წინ უძღოდა 6-წლიანი დაძაბული მუშაობა.

კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად, გრანდიოზული პრეზენტაცია თბილისში 31 ივლისს გაიმართება.

კომპანია Azimut Benetti Group-ი იტალიური ბრენდია. მისი მფლობელია პაოლო ვიტელი, დღეს ის იმართება მისი ქალიშვილის, ჯოვანა ვიტელის მიერ.

Comments

comments