ვიდეო► გრიგოლ ვაშაძემ “TV პირველის” წამყვანებს პირდაპირ ეთერში ოკუპანტის ენაზე შეაგინა


ამის შესახებ, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ამჟამად კი საქართველოს 2018 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, 10 ოპოზიციური გაერთიანების, მოძრაობა “ძალა ერთობაშია”-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გადაცემა “პირველებში” განაცხადა.
“პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმაზე, რომ პოლიტპატიმრების სახელით რუსეთის ჯაშუშები გამოუშვეს ციხიდან, პასუხისმგებლობა უნდა აიღო იმაზე, რომ ნაძირალა კრიმინალებს უშვებდნენ ციხეში, ნარკომოვაჭრეები ისე არ იყვნენ დღეს რომ წამალი დაყრილია ქუჩებში. გადით ქუჩებში და პოლიციელებს ჰკითხეთ რას ლაპარაკობენ. აი, ამაზე უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა…

(გრიგოლ ვაშაძე “პირველების” წამყვანებს) რაზე ლაპარაკობთ ხალხნო? თქვენ ვის ელაპარაკებით, რაზე?! თქვენ, იმ სამი კადრიდან რაც აჩვენეთ, კარანტინის დაშლის გარდა ყველაფერი ფალსიფიცირებულია. საშინელებაა, ყველა ციხეში ვინც რამე დააშავა, ყველა სასამართლოში ვინც რამე დააშავა, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ხელისუფლების დრო იყო, ბატონობს კანონი და არა პარტია! ზალიკო რა შუაში კაცო?! ბედუკაძე სახელმწიფო დაცვით დადის და ზალიკოს ეკითხებიან პასუხისმგებლობა აიღეო…

მე რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი და ბედუკაძის არსებობა მცოდნოდა, ტყვიას დავახლიდი შუბლში, ჩემი ხელით”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

საპრეზიდენტო კანდიდატი გადაცემის წამყვანებს სიტყვიერად შეურაცხყოფა მიაყენა.

“ამომრჩეველს შეკითხვა გაუჩნდება იმაზე, ხალხნო გვიშველეთ, სკოლა არ გვაქვს ნორმალური, საავადმყოფო არ გვაქვს, არაფერი გვაქვს და თქვენ კიდევ ლაპარაკობთ იმაზე რაც იყო, დაგველაპარაკეთ რა იქნება… ამოუვიდა ხალხს ყელში თქვენი ეს ლაპარაკი, ვეღარ გაიგეთ?!”- განაცხადა ვაშაძემ.

წამყვანების რეპლიკაზე, ნუ გვეჩხუბებით, საპრეზიდენტო კანდიდატამა უპასუხა.

“გეჩხუბებით კი არა, ნერვები მაქვს დაგლეჯი. ჩვენ ერთად გადავრჩებით როგორ ერი ან ცალ-ცალკე დავიუღუპებით, როგორც პოლიტიკური პარტიები. ახლა გაიგეთ?!”, – რის შემდეგ საპრეზიდენტო კანდიდატმა გადაცემის წამყვანებს ოკუპანტის ენაზე შეაგინა.

Comments

comments