ბიძინა ივანიშვილი დღეს პირველი არხის კითხვებს უპასუხებს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს პირველი არხის სტუმარი იქნება.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის კითხვებს უპასუხებს.

გადაცემა ეთერში „მოამბის“ მთავარი გამოშვების დასრულებისთანავე, 21:45 საათზე გავა.

წყარო: 1tv.ge

Comments

comments