ვიდეო►The America’s Got Talent-ში ნომრის შესრულებისას აკრობატი ჩამოვარდა


თვალებახვეულ აკრობატს თავისი პარტნიორი ხელით ეჭირა და სხვადასხვა ნომრებს ასრულებდა. თუმცა, მოულოდნელად, აკრობატი ჩამოვარდა და სცენაზე დაეცა, სადაც იმპროვიზირებული ცეცხლი ენთო.

გოგონა წამოდგა და თქვა, რომ ის ნომერს კვლავ გაიმეორებდა, მაგრამ ჟიურის წევრებმა უარი თქვეს, რადგან შოუს წესების მიხედვით, ეს აკრძალულია.
ნომერს ტაისი და მერი ნილსენი ასრულებდნენ.

Entertainment Tonight-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მერმა თქვა, რომ მათ თავიანთ გამოსვლას “ახალი ელემენტები” დაამატეხეს, თვალების ახვევა და ცეცხლი. აკრობატის განმარტებით, ექიმებმა მას დახმარება აღმოუჩინეს და ყველაფერი წესრიგშია.

Comments

comments